ჩემპიონთა ლიგის მთავარი შოუმენი – ზალცბურგი

0
74

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, ავსტრიელები საოცრებებს ჩადიან. მათი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა – ჯგუფური ეტაპის 3 ტურში, ზალცბურგის მონაწილეობით, 20 გოლი გავიდა, მათმა ლიდერმა, 20 წლის ჰოლანდმა კი კვლავ შეძლო გატანა.

1 ტური: ზალცბურგი – გენკი 6:2
2 ტური: ლივერპული – ზალცბურგი 4:3
3 ტური: ზალცბურგი – ნაპოლი 2:3
საბოლოოდ: 3 მატჩი – 20 გოლი

ავსტრიის ჩემპიონებმა მორიგი შოუ ოთხშაბათს, საშინაო შეხვედრაში დადგეს, ნაპოლის წინააღმდეგ. მასპინძლები უფრო დიდხანს ფლობდნენ ბურთს, უფრო ხშირადაც ურტყამდნენ, მაგრამ ეს დრის მერტენსის საღამო იყო: ორი გოლი და ასისტი, ლორენცო ინსინიეს გამარჯვების გოლზე.

ისევე, როგორც „ენფილდზე“, ზალსბურგმა ქამ-ბექის შემდეგ სწრაფადვე გაუშვა. 72-ე წუთზე ჰოლანდი ათანაბრებს ანგარიშს (2:2), ზუსტად ერთ წუთში კი ნეაპოლელები ისევ წინ გადიან.

“ჩვენ ვაგებდით, მაგრამ მოვახერხეთ თამაშში დაბრუნება. როცა წონასწორობა აღვადგინეთ, სტადიონი აფეთქდა, ვიგრძენით საოცარი ენერგია, მაგრამ მალევე გავუშვით. ეს ძლიერი დარტყმა იყო ჩვენთვის. მე ძალიან ამაყი ვარ ჩემი ბიჭების გამოსვლით, მაგრამ თავის უკეთესად დაცვა უნდა ვისწავლოთ – ჯესი მარში (მთ. მწვრთნელი)

“ვინც ზალსბურგის შესახებ არ იცის, მინდა მათ ვუთხრა, რომ ეს გუნდი ძალიან სახიფათოა, განსაკუთრებით საშინაო არენაზე – კარლო ანჩელოტი

ანჩელოტის, ეს სიტყვები უსაფუძვლოდ ნამდვილად არ უთქვამს. ავსტრიის ჩემპიონების გამოსვლები თავიანთ მოედანზე, ასეთი შედეგებით დასრულდა:
4:1, 5:2, 5:0, 7:2, 6:2, 4:1, 6:0. ახლა კი 2:3 ნაპოლისთან.
ისინი გასაოცრად ბევრ გოლს იტანენ და ჩვენთვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომელი მათგანი აკეთებს ამას ყველაზე ხშირად – ერლინგ ჰალანდი. ყოველი დიდი მატჩი, ნორვეგიელი ტალანტის ბიოგრაფიას რაღაც ახალს სძენს.

ერლინგი ნოტინგემის, ლიდსის და მანჩესტერ სიტის ყოფილი ფეხბურთელის, ალფა-ინგე ჰალანდის ვაჟია.
ის შეშლილია. თამაშამდე ერთი დღით ადრე (საუბარია გენკთან დაპირისპირებაზე, სადაც ჰალანდმა სამჯერ შეაგდო) ჩვენი კაპიტანი ძაღლთან და ბავშვთან ერთად სეირნობდა, უცებ მანქანამ გამოიარა, შიგნით ერლინგი იჯდა და ბოლო ხმაზე ჰქონდა ჩართული ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი – ამბობს ჰოლანდის თანაგუნდელი, მაქსიმილიან ვებერი ESPN-თან ინტერვიუში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ