ჩოგაძემ კვლავ გაიტანა

0
18

თემურ ჩოგაძემ დონეცკის ოლიმპიკში თავი კვლავ გამოიჩინა.

დონეცკელებმა თურქულ შეკრებაზე 10-დან 9 მატჩი მოიგეს და 1-ც ფრედ დაასრულეს, დასკვნით მატჩში კი ქართველმა ნახევარმცველმა თავის გამოჩენა შეძლო.

უკრაინულმა გუნდმა ყაზახურ კეისარს 2-0 სძლია, მატჩის საბოლოო ანგარიში კი სწორედ ჩვენებურმა დააფიქსირა. მატჩის მე-40 წუთზე მან სხვაობა ორბურთიანი გახადა.

აღსანიშნავია, რომ თურქულ შეკრებაზე მათ ბათუმის დინამოსაც სძლიეს (1:0).

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ