ჩოგაძე ოლიმპიკს შეუერთდა

0
26

21 წლის ქართველი ნახევარმცველი, თემურ ჩოგაძე, დონეცკის ოლიმპიკს შეუერთდა. ინფორმაციას ადასტურებს უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

რუსთავის ყოფილმა მოთამაშემ ოლიმპიკთან 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ეროვნული ლიგის უკანასკნელ სეზონში მან 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლის გატანა შეძლო.

“-გუნდში კარგი ატმოსფეროა. უკვე ყველა გავიცანი, მოთამაშეები ძალიან გახსნილები და მხიარულები არიან. ადაპტაციასთან არამგონია რამე პრობლემა მქონდეს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც კლუბის კაპიტანი დიმა გრიშკო მოვიდა და პირადად გამეცნო. მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა იმედები არ გავუცრუო ოლიმპიკის შტაბს, ფანებს და მოთამაშეებს.” – განაცხადა ჩოგაძემ.

მოთამაშემ 20 ნომრიანი მაისური აიღო.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ