ჭიაბრიშვილის ნაცვლად ჩხეტიანი?

0
436

საქართველოში საფეხბურთო სეზონი ნელ-ნელა სრულდება. დღეს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც თბილისის საბურთალომ ლოკომოტივი 3:1 დაამარცხა და აღნიშნულ ტიტულს პირველად დაეუფლა. მატჩის დასრულების შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილმა საბურთალოს დატოვების შესახებ გააკეთა კომენტარი და თბილისურ კლუბში მისი 6-წლიანი მოღვაწეობა დასრულდა.

ჩვენი ინფორმაციით, საბურთალოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის, კანდიდატურა განხილება. თავად ჩხეტიანი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ეს ალბათ ტორპედოს მომავალზეა დამოკიდებული.

ასევე, გავრცელდა ხმები, რომ საბურთალო შესაძლოა ახალგაზრდა ლაშა ფირცხალაიშვილს ჩააბარონ. ამ საკითხთან დაკავშირებით 90wuti.ge თავად ლაშას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ საბურთალოდან ჯერ მას არავინ დაკავშირებია.

 

წყარო:goal.ge

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ