ხავი ბარსელონას მწვრთნელობას უახლოვდება

0
9

ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, ბარსელონას სურს, რომ ხავი ერნანდესმა ახლავე შეცვალოს ერნესტო ვალვერდე და გახდეს კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელი.

გუნდის აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ და ტექნიკური მდივანი ერიკ აბიდალი დოჰაში გაემგზავრნენ ხავისთან გასასაუბრებლად.

შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ ხავის მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში შესთავაზებდნენ მწვრთნელობას, თუმცა მალევე ბარსელონა ესპანეთის სუპერთასიდან ატლეტიკომ გამოაგდო, რის გამოც კატალონიელებს ახლავე სურთ ახალი მთავარი მწვრთნელი.

მიუხედავად ამისა, ხოსე მარია ბართომეუს განცხადებით ის არ გეგმავს ვალვერდეს დათხოვნას. თუ ხავი მწვრთნელობაზე უარს იტყვის, მაშინ ვალვერდე დარჩება კლუბის მწვრთნელად, რადგან ბარსელონა ამ ეტაპზე სხვა მწვრთნელს არ განიხილავს.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ