ხოსე პერალესი: დინამოში ვარ და ჯერ არ ვაპირებ სადმე წასვლას

0
30

მსოფლიო პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნელ-ნელა ფეხბურთი ბრუნდება და მათ შორის ბრუნდება საქართველოშიც.  Crystalbet ეროვნული ლიგა 25 ივნისს დინამო თბილისისა და საბურთალოს თბილისური დერბით განახლდება. ამ პაუზის დროს, გუნდებმა რამდენიმე ტრანსფერიც განახორციელეს.

ერთ-ერთმა ქართულმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის დინამოს მეკარე ხოსე პერალესი ესპანეთში ბრუნდებოდა და ის ხიმნასტიკს შეუერთდებოდა, მაგრამ ესპანელმა აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

ქართულ ვებ-გვერდებს ძალიან უყვართ ჩემს შესახებ წერა და საკმაოდ ხშირად ცრუ ინფორმაციებსაც ავრცელებენ.  ისინი წერდნენ, რომ მე ბათუმის დინამოში აღმოვჩნდებოდი, მაგრამ როგორც ხედავთ თბილისის დინამოში ვარ. 

ამ ეტაპზე დინამოსთან ვარ და გუნდის შეცვლას არ ვაპირებ. მომავალში რა იქნება ვნახოთ. -განაცხადა ხოსე პერალესმა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ