„ჯანო ინვალიდია“ – სპარტაკის გულშემატკივრის კომენტარი

0
13

რუსეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში სპარტაკი როსტოვს შეხვდა და 1:4 დამარცხდა. ადგილობრივმა მედიამ გულშემატკივრისა და მოსკოველთა დირექტორის დიალოგი გაავრცელეს, სადაც საუბარი ჯანო ანანიძეზეც იყო.

ტომას ცორნი: -შენ ხომ ქომაგობ გუნდს?

ქომაგი: -დიახ, ჭირსა და ლხინში.

ტომას ცორნი: -თქვენ გგონიათ, რომ კარგ ხასიათზე ვარ და არსებული სიტუაცია მიხარია?

ქომაგი: -თქვენ ხომ დირექტორი ხართ? მწვრთნელს რაღაც ხომ უნდა უთხრათ.

ტომას ცორნი: -ყველაფერი კარგად იქნება. ყველა ვიზიარებთ ამ კრიზის.

ქომაგი:- შეასრულოს მწვრთნელმა დავალებები. ჩემთვის მირზოვი და აი ეს, ჯანო – ინვალიდები არიან. მას არ ესმის, რომ გუნდში ამათი ადგილი არ არის?!

ფაქტია, რომ ჯანოს მოსკოვური ვოიაჟი წარუმატებლად ვითარდება. ჩვენებურმა რამდენიმე დღის წინ თანაგუნდელთანაც იჩხუბა. გულშემატკივრები ხშირად აკრიტიკებენ მას, თუმცა წასვლის შესახებ ჯერ არაფერი ისმის.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ