ჯოკოვიჩმა დაძაბულ ბრძოლაში ნადალი დაამარცხა

0
13

ATP Cup-ზე პლეიოფის მატჩები გაიმართა, სადაც სერბეთის ნაკრები ესპანეთის ნაკრებს უპირისპირდება.

პირველ მატჩში რობერტო ბაუტისტა აგუტმა დუშაინ ლაიოვიჩი 2 სეტში (5-7 ; 1-6) დაამარცხა, მეორე მატჩი კი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. რაფა ნადალი ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა და დამარცხდა. დაძაბულ ბრძოლაში ნოლემ 6-2, 7-6 იმარჯვა.

გადამწყვეტი მატჩი წყვილებში გაიმართება, სადაც ჯოკოვიჩის და ტროიცკის წყვილი, ნადალისა და კარენო ბუსტას წყვილს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 16:25 საათზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ