ჰოლანდი არ ჩერდება, ბორუსია პსჟ-საც ამარცხებს (VIDEO)

0
77

დორტმუნდი 2-1 პსჟ

სიგნალ იდუნა პარკი

1:0 ჰოლანდი (69′), 1:1 ნეიმარი (75′), 2:1 ჰოლანდი (77′), 

დორტმუნდიბიურკი, პიშჩეკი (კაპიტანი), ჰუმელსი, ზაგადუ, ჰაკიმი, ჯანი, ვიტსელი, გერეირო, სანჩო (შმელცერი, 91′), ჰოლანდი, აზარი (რეინა, 67′)

პსჟ ნავასი, მარკინიოსი, სილვა (კაპიტანი), კიმპემბე, მუნიე, გეიე, ვერატი, კურჟავა, დი მარია (სარაბია, 77′), ნეიმარი, მბაპე

სიდნალ იდუნა პარკის მაყურებელმა მოსაწყენი პირველი ტაიმის შემდეგ, არანორმალური ბოლო 30 წუთი იხილა. გუნდებმა შესანიშნავი ფინალი შემოგვთავაზეს. ყველაფერი 69-ე წუთზე შეუჩერებელმა ერლინგ ჰოლანდმა დაიწყო. ნორვეგიელმა ჩემპიონთა ლიგაზე ბორუსიას მაისურით პირველად ითამაშა და სადებიუტო მატჩშივე გამოიჩინა თავი. ჰოლანდს გადაცემა გერეიროსგან მიუვიდა და ანგარიში გახსნა.

6 წუთში პსჟ-მ წონასწორობა აღადგინა. კილიან მბაპემ შესანიშნავად აუარა გვერდი რამდენიმე მცველს, მისი გადაცემა ნეიმარს მიუვიდა, ბრაზილიელმა ახლო მანძილიდან მარტივად შეძლო დორტმუნდის კარის აღება.

დიდი ხანი არ დააგვიანა ჰოლანდმა, ის 1 გოლს არც ამ მატჩში არ დასჯერდა და 77-ე წუთზე კიდევ ერთხელ შეარხია კეილორ ნავასის კარის ბადე. საბოლოოდ, მატჩი დორტმუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2-1, დასრულდა.

  • ბურთის ფლობა | 47% – 53%
  • დარტყმები | 12 – 10
  • ზუსტი დარტყმები |  3 – 3
  • კუთხურები | 3 – 3
  • თამაშგარეები | 3 – 3
  • ჯარიმები | 12 – 11
  • ყვითელი ბარათები | 1 – 4

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ