10 გოლი და მოგებული ტაიმი ბერძნებთან, მაგრამ მატჩი მაინც წავაგეთ

0
109

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები,  საფრანგეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, უძლიერეს საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 10:17 დამარცხდა.

საბერძნეთის ნაკრები ოლიმპიური თამაშების 15-გზის მონაწილე (საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილი);  გასული მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი; მსოფლიო ლიგის 3-გზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახლავთ. ასევე, საბერძნეთის ნაკრების მოთამაშეთა დიდი ნაწილი ოლიმპიაკოსის წევრია, რომელმაც გასულ სეზონში წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

შესაბამისად, ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილ გუნდს ძალიან გაუჭირდა და ფაქტიურად საწყის წუთებშივე გაირკვა ყველაფერი. პირველი პერიოდი ბერძნებმა 1:7 მოიგეს. მეორე პერიოდში  საქართველოს ნაკრებმა დაცვაში თამაში გამოასწორა და საკუთარ კარში მხოლოდ 4 ბურთი გავუშვით. შეტევაში კი ისევ ერთი გავიტანეთ. საბოლოოდ, ტაიმი 2:11 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ ბერძნები შედარებით მოდუნდნენ და საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს უფრო მეტი შანსი ეძლეოდათ. შესაბამისად, ქართველებმაც უფრო გაილაღეს და მეორე ტაიმი 8:6 მოვიგეთ კიდევაც. ჩვენი გუნდის რიგებში გოლები ბორის ვაპენსსკიმ (2),  ხვიჩა ჯახაიამ  და ბექა ქავთარაძემ, დამირ ცრეპულიამ, ზურაბ რურუამ (2) და ანდრია ბითაძემ გაიტანეს.

საბოლოოდ, 10:17 საბერძნეთის სასაგრებლოდ. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, იტალიის წინააღმდეგ გამართავს.

გოლები: 0:1 გენუდინიასი; 0:2 ფუნტულისი; 1:2 იმნაიშვილი;  1:3 გენუდინიასი; 1:4 კოლომვოსი; 1:5 გენუდინიასი; 1:6 გუნასი; 1:7 დერვისისი; 1:8 გუნასი; 1:9  ფუნტულისი; 1:10 ფუნტულისი; 2:10 ბარალდი; 2:11 ვლაჩუპულოსი; 2:12 დერვისისი; 3:12 ვაპენსკი; 4:12 ჯახაია;  5:12 ქავთარაძე; 6:12 ვაპენსკი; 6:13 ფუნტულისი; 7:13 ცრეპულია; 7:14 კაპოტსისი; 8:14 რურუა; 8:15 კაპოსტსისი; 8:16 ფუნტულისი, 9:16 ბითაძე; 9:17 ვლაჩოპულოსი; 10;17 რურუა;

 

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ