15 წლის ბიჭის დიდი ჩემპიონობა

0
1006

ქართული მკლავჭიდი დღესდღეობით ძალიან მაგარ შედეგებს დებს.ჩვენ გვყავს მრავალი ოქროს,ვერცხლის თუ ბრინჯაოს მედლის მფლობელი.ისინი ახერხებენ საქართველოს წარმოჩენას მსოფლიო ასპარეზზე.

საქართველოს ნაკრები ძალიანი ძლიერი შემადგენლობით არის დაკომპლექტებული ყველა ასაკობრივ გუნდში.

თუმცა, გამორჩეულად, წარმატებულად იასპარეზა 16 წლამდელთა გუნდის ლიდერმა საბა ლატარიამ, რომელმაც ორივე მკლავში ოქროს მედალი აიღო რუმინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე,ის ასევე გახლავთ ევროპის ჩემპიონი და საქართველოს 2 გზის ჩემპიონი.

9owuti.ge დაუკავშირდა ამ ახალგაზრდა ჩემპიონს და მასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

რა ასაკში  დაინტერესდი მკლავჭიდით  და რატომ გადაწვიტე ამ სპორტს გაყოლოდი?

-12 წლის ვიყვი როდესაც უფროსი მკლავჭიდელების ყურებამ ამ სპორტის მიმართ ინტერესი გამიჩინა.

-რამდენად პერსპექტიულია ეს სპორტის სახეობა დღეს საქართველოში?

-პერსპექტივა ნამდვილად აქვს ამ სპორტის სახეობას,თან დღესდღეობით მსოფლიოს წამყვანი ნაკრები გვყავს და დიდი იმედი მაქვს უფრო დიდ ინტერეს გამოიჩენენ ახალგაზრდები და უფრო განვითარდება ეს სახეობა.

-საქართველოს ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი,კიდევ რა  გაქვს სამომავლო გეგმა?

-პრინციპში არც არაფერი,თ კვლავ ვაპირებ ამ ტურნირებზე მონაწილეობის მიღებას და ამით მე კიდევ ერთხელ ავწევ ჩემი ქვეყნის დროშას გამარჯვებულის პედესტალზე.

-საქართველოში არ არის ეს სპორტი პოპულარული, ხალხის უმეტესობამაც არ იცის რამხელა წარმატებას აღწევთ და ნაკლებ ყურადღებას გაქცევენ ეს ყველაფერი თქვენთვის გულდასაწყვეტი ხომ არ არის, ამდენი შრომის მიღწევის შემდეგ საკმარისი დაფასება რომ არგაქვთ?

-არა გულისწყენა ნამდვილად არ მაქვს.მაგრამ უკეთესი იქნებოდა თუ მეტ ყუადღებას მოგვაქცევდნენ რადგან ვფიქრობ, რომ ამას ჩვენი ნაკრები იმსახურებს.

-და ბოლოს. რამდენად გაქვთ სავარჯიშო პირობები რა რა არის თქვენი აზრით მკლავჭიდის უფრო განვითარებისთვის საჭირო?

-სათანადო პირობები ჩემს მშობლიურ დარბაზში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არგვაქვს თუმცა ბევრი დაბრკოლების მიუხედავად ჩვენი ეროვნული გუნდი მაინც ახერხებს შედეგების დადებას და ერთ-ერთ წამყვან ნაკრებად ყოფნას.რაც შეეხება განვითარებას, პირველ რიგში საჭიროა მეტი პოპულარიზაცია ამ სპორტის და დაინტერესება ახალგაზრდების.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ