21 წლის ბრაზილიელი დინამოში ჩაირიცხა (VIDEO)

0
101

საქართველოს ეროვნულ ლიგაში ბრაზილიელების მატება გრძელდება. თბილისის დინამომ 21 წლის მარცხენა შემტევი ვიტორ პერნამბუკო დაიმატა.

პერნამბუკო ბოლოს უკრაინული ლვიოვის რიგებში გამოდიოდა. უკრაინის პრემიერლიგაში ის 18-ჯერ გამოჩნდა მოედანზე და 3 გოლის გატანა შეძლო.

მისი კარიერა ბრაზილიაში, კერძოდ კი პორტუგესაში დაიწყო, საიდანაც 2019 წელს ევროპაში გადმობარგდა. პერნამბუკოს სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ზე ამჟამად 500.000 ევროა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ