270 წუთი დინამოს თამაშიდან გოლი ვერ გააქვს. ორი დინამოს უსახური მატჩი

0
173

Crystalbet ეროვნული ლიგის მეორე ტური „დინამო არენაზე” ქვეყნის ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის დაპირისპირებით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ფურცელზე ქვეყნის ორი საუკეთესო გუნდი უპირისპირდებოდა ერთმანეთს, ეს თამაშის სცენარს ნამდვილად არ ემჩნეოდა.

პირველ ნახევარში მომენტები მხოლოდ სტანდარტული სიტუაციებიდან იქმნებოდა, მაგრამ მატჩი ძალიან მოსაწყენი და უსახური გამოვიდა.

გოლები მეორე ნახევარში, ათწუთიან მონაკვეთში გავიდა. ჯამბულ ჯიღაურის გოლს ნიკა ნინუამ ზუსტი პენალტით უპასუხა.

საბოლოოდ, ფრე 1:1 და  გასული ჩემპიონატის ორ საუკეთესო გუნდს ჯერჯერობით მოგება არ აქვს.

ისიც აუცილებლად აღსანიშნავია, რომ თბილისის დინამოს, რომელსაც შეტევაში რამდენიმე ახალწვეული ყავს, 270 წუთია თამაშიდან გოლი არ გაუტანია.

ფოტო: დინამო თბილისი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ