5 რეკორდი, რომლის მოხსნაც ლივერპულს შეუძლია

0
35

ლივერპული შესანიშნავ ფორმაშია, კლუბი ბრწყინვალედ გამოიყურება და მატჩს არა თუ არ აგებენ, არამედ ფრესაც კი აღარ კადრულობენ. შესაბამისად, ლივერპულს შეუძლია რამდენიმე რეკორდის მოხსნა, რომლებსაც ახლა შემოგთავაზებთ.

#5 ყველაზე მეტი ქულა სეზონში

ლივერპულმა ყველას და ყველაფერს გადაუარა პრემიერლიგაში, 24 ტურის შემდეგ კლუბმა მხოლოდ 2 ქულა დაკარგა, მერსესაიდელების ანგარიშზე უკვე 70 ქულაა, რაც გასაოცარი შედეგია. ყველაზე მეტი ქულის რეკორდი მანჩესტერ სიტის ეკუთვნის, 2017/18 წელს პეპის შეგირდებმა 100 ქულა დააგროვეს. რეკოდის მოსახსნელად, დარჩენილ 14 მატჩში ლივერპულს 31 ქულა სჭირდება, რაც ამ პერსპექტივაში მათთვის არც თუ ისე რთულად მიღწევადი ჩანს.

#4 ყველაზე მეტი ქულა სახლში

ამ რეკორდს ლივერპულის სამი მეტოქე ინაწილებს. ჩელსიმ (2005/06), მანჩესტერ იუნაიტედმა (2010/11) და მანჩესტერ სიტიმ (2011/12) სეზონი სახლში მარცხის გარეშე დაასრულეს, მათ 55 ქულის მოგროვება შეძლეს. ამ დროისთვის ლივერპულს სახლში 12-დან 12 გამარჯვება აქვს, შესაბამისად მათ ანგარიშზე 36 ქულაა. მათ დარჩენილ 7 საშინაო მატჩში გამარჯვება დასჭირდებათ, რათა ეს რეკორდი მოხსნან.

#3 ყველაზე წარმატებული დაუმარცხებელი სეზონი

პრემიერლიგის ისტორიაში, მხოლოდ არსენალმა შეძლო ამ ტურნირის მარცხის გარეშე მოგება (2003/04). მათ 26 გამარჯვება მოიპოვეს და 12 შეხვედრა ფრედ დაასრულეს. ლივერპული დარჩენილ 14 მატჩში არ უნდა დამარცხდეს და უნდა მოაგროვოს 91 ქულაზე მეტი, რათა გახდეს ყველაზე წარმატებული ამ მხრივ. ლივერპული მაქსიმალურად ეცდება ამ რეკოდის დამხობას, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება. 36-ე ტურში ლივერპული სწორედ არსენალს ეწვევა, თუ ლივერპული ამ მატჩამდე დაუმარცხებლად მივიდა, მაშინ ემირეიტებზე ძალიან საინტერესო მატჩი გველის.

#2 ყველაზე მეტი მოგება სეზონში

ამ რეკორდის მფლობელიც მანჩესტერ სიტია, ლურჯებმა ბოლო 2 სეზონში შეძლეს 32-32 გამარჯვების მოპოვება. ლივერპულს უკვე 23 გამარჯვება აქვს, დარჩენილ 14 მატჩში მათ კიდევ 10 გამარჯვების მოპოვება დასჭირდებათ, რათა ეს რეკორდიც დაამხონ.

#1 ყველაზე მეტი გატანილი გოლი სეზონში

ამ რეკოდის მფლობელიც პეპ გუარდიოლას გუნდია, სიტიმ ორი წლის წინ 106 გოლის გატანა შეძლო. მანჩესტერ სიტის მატჩში საშუალოდ 2.8 გოლი გაჰქონდა. ლივერპულმა უკვე 56 გოლი გაიტანა, საშუალოდ მათ მატჩში 2.3 გოლი გააქვთ. დარჩენილ 14 მატჩში ლივერპულს საშუალოდ 3.6 გოლის გატანა დასჭირდება, რათა ეს რეკორდი მოხსნას, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ