Australian Open-ის მეორე ფინალისტიც გამოვლენილია

0
20

Australian Open-ის მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. ავსტრიელი დომინიკ ტიმისა და გერმანელი ალექსანდრ ზვერევის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

პირველი სეტი ძალიან საინტერესოდ დაიწყო, მოთამაშეებმა ბრეიქები გაცვალეს, თუმცა საბოლოოდ ზვერევმა შეძლო სეტის მოგება (3-6).

შემდეგი სეტი კვლავ საინტერესოდ მიმდინარეობდა და ამჯერად დომინიკ ტიმმა შეძლო წონასწორობის აღდგენა (6-4).

მე-3 და მე-4 სეტში გულშემატკივარმა ტაი ბრეიკები იხილა. პირველი ტაი ბრეიკი ტიმმა 7-3 მოიგო, მეორე ტაი ბრეიკში კი ზედიზედ 2 საოცარი ვინერის შემდეგ, ასევე გამარჯვება მოიპოვა და საბოლოოდ მატჩის მოგებაც შეძლო.

ტიმმა 4 სეტში (3-6 ; 6-4 ; 7-6 ; 7-6) დაამარცხა ალექსანდრ ზვერევი და ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ მეორე ფინალისტი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელიც ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ