Australian Open-ის პირველი ფინალისტი ცნობილია

0
17

Australian Open დასასრულს უახლოვდება, სულ ცოტა ხნის წინ პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება დასრულდა როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის, პირველი ფინალისტი სერბი ჩოგბურთელი იქნება!

პირველ სეტში ნოლემ შესანიშნავი ქამბექი შემოგვთავზა. 38 წლის ფედერერი დასაწყისში 5-2ს იგებდა, თუმცა ნოვაკმა სეტი ტაი ბრეიკამდე მიიყვანა და მოიგო კიდევაც (6-7).

მეორე სეტში მოთამაშეები თანაბრად მიდიოდნენ და იგებდნენ თავიანთ ჩაწოდებებს, თუმცა ფედერერმა თავისი მე-5 ჩაწოდება ამ სეტში წააგო, ჯოკოვიჩმა ბრეიქი გააკეთა და მეორე სეტიც მოიგო (4-6).

მესამე სეტი კი ბოლო აღმოჩნდა ამ ტურნირზე როჯერ ფედერერისთვის. ჯოკოვიჩმა საბოლოოდ 3 სეტში (6-7 ; 4-6 ; 3-6) გაიმარჯვა და ფინალშიც გააღწია.

მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 12:30 საათზე გაიმართება დომინიკ ტიემსა და ალექსანდრ ზვერევს შორის.

ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩია, შესაბამისად ის მაქსიმალურად ეცდება ქულების შენარჩუნებას.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ