NBA – კვლავ გოგას გარეშე, კვლავ ლებრონის სამმაგი

0
10

გამთენიისას ტრადიციულად, ყურადღების ცენტრშია ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, რომელიც ნელ-ნელა დიდ აზარტში შედის და სეზონიც, ერთი სიტყვით, “ხურდება”. სამწუხარო ფაქტია, რომ უკვე ზედიზედ მეორე თამაში გამოტოვა გოგა ბითაძემ, რომელსაც მართლაც კარგი პერიოდი ჰქონდა და ახლა ტვინის შერყევის გამო თამაშს ვერ ახერხებს და ამის პარალელურად ინდიანა თამაშებს გუნდურად იგებს ისევე, როგორც მაგალითად გუშინ ორლანდო გასვლაზე  მძიმე ბრძოლაში 7 ქულით დაამარცხა. (102-109)

ამ გამარჯვებით ინდიანამ დადებითი ბალანსი აკრიფა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება.

ინდიანა: დომანტას საბონისი(20 ქ, 15 მ, 7 პ), ტიჯეი ვორენი 19 ქულა, მალკოლმ ბროგდონი 19 ქულა, დაგ მაგდერმოტი 18 ქულა.

ორლანდო: ფურნიე 22 ქულა, ვუჩევიჩი(18 ქ, 17 მ), აარონ გორდონი(13 ქ)

შემდეგი ტური: ინდიანა – ოკლაჰომა, ორლანდო – ფილადელფია

საჩემპიონოდ მომართული ლეიკერსის 7 მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა და ამის გაკეთება მოქმედმა ჩემპიონმა ტორონტომ შეძლო. კანადელებმა ლოს ანჯელესელები მისსავე მოედანზე 9 ქულით დაამარცხეს (104-113)

მიუხედავად იმისა, რომ ენტონი დევისმა 27 ქულა ჩააგდო და ლებრონმა მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ლეიკერსი: ენტონი დევისი 27 ქულა, ლებრონ ჯეიმსი(13 ქ, 13 მ, 15 პ), კაილ კუზმა 15 ქულა

ტორონტო: პასკალ სიაკამი(24 ქ, 11 მ), ფრედ ვანვლიტი(23 ქ, 7 მ, 10 პ), ნორმან პაუელი 14 ქულა

შემდეგი ტური: ფინიქსი – ლეიკერსი, კლიპერსი – ტორონტო

სხვა შედეგები

მინესოტა 98-100 დენვერი, ფილადელფია 114-106 შარლოტი, ოკლაჰომა 119-121 მილოუკი, ნიუ იორკი 87-108 კლივლენდი, ფინიქსი 138-112 ბრუკლინი, პორტლენდი 124-113 ატლანტა

 

 

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ