NBA – მთავარ თემად ისევ ინდიანა და ლეიკერსი

0
5

გოგა ბითაძე კვლავ ვერ თამაშობს, ინდიანა კი გამარჯვებებს აგრძელებს. ამჯერად ინდიანაპოლისელების მხსვერპლი ოკლაჰომა გახლდათ, რომელსაც გამანადგურებული    სხვაობით გაუმკლავდნენ. (111-85)

ნეიტ მაკმილანის გუნდს კვლავ უორენი-საბონისის წყვილმა ულიდერა, ხოლო ოკლაჰომადან იტალიელი დანილო გალინარი გამოირჩა.

სტატისტიკა: უორენი 22 ქულა, საბონისი (18 ქ, 16), გალინარი 14 ქულა

დენვერი 121-125 ატლანტა

ინდივიდუალური შოუ დადგა ტრეი იანგმა დენვერში, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ატლანტას პირადად მოაგებინა. ახალგაზრდა გამთამაშებლის ანგარიშზე 42 ქულა, 11 პასი და 4 მოსხნა იყო.

ფინიქსი 115-123 ლეიკერსი

ლეიკერსი დასავლეთში პირველობას დევისი-ლებრონის საოცარი დუეტით განაგრძობს. ლებრონმა ამჯერად ვეღარ მოუყარა სამმაგ დუბლს, თუმცა ელეის ორივე ლიდერმა ორმაგები შეასრულეს.

ლებრონს სამმაგამდე 3 მოხსნა დააკლდა (19 ქ, 7 მ, 11 პ) ენტონი დევისს კი 24 ქულა 12 მოხსნა ჰქონდა.

სხვა შედეგები: ფილადელფია 98-97 კლივლენდი, მაიამი 117-108 დეტროიტი, ჩიკაგო 120-102 ნიუ იორკი, იუტა 119-114 ბრუკლინი, საკრამენტო 107-99 პორტლენდი

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ