NBA – ტონი დააფასეს

0
5

სან ანტონიო ტონი პარკერის 9 ნომრიან მაისურს აღარ გამოიყენებს რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ნომრით სპურსის შემადგენლობაში ვეღარავინ ითამაშებს. ფრანგი კალათბურთელი ტექსასელებმა 2001 წლის დრაფტზე 28-ე პიკად აირჩიეს და კარიერის განმავლობაში, დიდებულ ტრიოს ქმნიდა ჯინობილისთან და დანკანთან ერთად.

ამ ღონისძიებას ტიმ დანკანი, მანუ ჯინობილი, დევიდ რობინსონი, ბორის დიაო, ბრიუს ბოუენი, შონ ელიოტი, ნიკოლას ბატუმი, ჯორჯ ჰილი, იან მაინმი, მეტ ბონერი, როჯერ მეისონი, რონი ტურიაფი, ტიაგო სპლიტერი და მალიკ როუზი ესწრებოდნენ.

ტონი პარკერი სპურსის ისტორიაში საუკეთესო პასების გადამცემი გახლავთ.

ტონიმ NBA-ში დასკვნითი სეზონი შარლოტში გაატარა.

და ბოლოს მისი კარიერული მონაგარი

მატჩი – 1254

ქულა – 15.5

მოხსნა – 2.7

პასი – 5.6

ჩემპიონობა – 4 (2003, 2005, 2007, 2014)

ფინალების საუკეთესო – 1 (2007)

ყველა ვარსკვლავის მატჩი – 6

სეზონის სიმბოლური – 4

 

 

 

 

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ