ნეკა დოროყაშვილი: მამამთილი მე და ბავშვს ცივი იარაღით გამოგვეკიდა

15
5396

მსოფლიო რეიტინგის 27-ე და საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, რუსთავი 2-თან კომენტარი გააკეთა ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ნელი (ნეკა) დორაყაშვილმა.

დაზარალებული ბასილაშვილის სახლში მცირეწლოვანი შვილის წამოსაყვანად მივიდა.

ნეკა დოროყაშვილის თქმით, მას ფიზიკური დაზიანებები ყოფილმა მეუღლემ მიაყენა, ყოფილი მამამთილი კი ემუქრებოდა.

“არანაირ კავშირში არ ყოფილა ამ ინციდენტთან ქონებრივი დავა. დასრულებული გვქონდა ქონებრივი დავის საკითხი დიდი ხნის წინ. მოლაპარაკებით დავასრულეთ.

ბავშვს მივაკითხე წამოსაყვანად. დაპირისპირების მიზეზი ჩემთვის დღემდე გაუგებარია, უბრალოდ მივაკითხე ჩემს შვილს წამოსაყვანად. ექსპერტიზა ჩამიტარდა და ახლაც მიმდინარეობს. გირაოთი რომ გამოუშვებდნენ, არ ველოდი,” – განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა კურიერთან.

15 კომენტარი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ