VIDEO | ბრავო! – ბერიძის საოცარი გოლი და გადარჩენილი ქულა

0
11

ბელგიის მეორე ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ბერიძემ, ლოკერენის რიგებში მორიგი გოლი გაიტანა.

ჩვენებურმა ამჯერად ბეერსხოტის კარი ულამაზესი გოლით დალაშქრა და 93-ე წუთზე გუნდს ქულა გადაურჩინა.

მიმდინარე სეზონში გიორგიმ 12 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული შედეგით ის კლუბის ბომბარდირია.

შეგახსენებთ, ბეერსხოტის ბანაკში გიორგი ბუღრიძე ირიცხება, რომელიც განაცხადში არ იყო.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ