XXXII ჩემპიონატი შედეგიანია, მაგრამ გატანილი გოლების მხრივ არა

0
200

2 განვლილი ტური, 10 დასრულებული მატჩი, გატანილი გოლი კი მხოლოდ 18.

10 მატჩიდან 3 უგოლო ფრე.

18-დან 6 გატანილი გოლი მხოლოდ ერთი გუნდის, თბილისის ლოკომოტივის ანგარიშზეა.

32-ე ჩემპიონატი არც თუ ისე უხვგოლიანად დაიწყო, თუმცა შედეგიანობა სხვა კომპონენტებში გამოიკვეთა.

ჩემპიონატის გახსნით მატჩში, სადაც თბილისის დინამომ და თელავმა ითამაშეს, მართალია გოლი ვერ ვნახეთ, თუმცა ვნახეთ მიმდინარე სეზონის პირველი წითელი ბარათი, რომელიც ბაქარ ქარდავამ მიიღო.

მიმდინარე სეზონის მეორე წითელი ბარათი გორის დილას მცველის, ბალგო იენდეუნტის ანგარიშზეა.

მიმდინარე წლის გათამაშებაში თერთმეტმეტრიანი 6-ჯერ დაინიშნა. მხოლოდ მეორე ტურში, ანუ 5 გამართულ შეხვედრაში კი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მსაჯებმა 5-ჯერ მიუთითეს.

ამ ეტაპზე დაგროვილია 35 ყვითელი ბარათი.

მე-2 ტურის შეხვედრა, თელავი – დილა კი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე უხეში მატჩი გამოდგა Crystalbet ეროვნულ ლიგაში. კიკაჩეიშვილმა 9 ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს.

Crystalbet ეროვნული ლიგა 2020 

18 გოლი 

35 ყვითელი ბარათი 

2 წითელი ბარათი 

6 თერთმეტმეტრიანი

მე-3 ტური ოთხშაბათს ტორპედოსა და ჩიხურას მატჩით გაიხსნება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ